ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Signal-to-noise ratio, (SNR, S/N, SNRdB), RS/N სიგნალი-ხმაურის თანაფარდობა
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Power of signal divided by power of noise.

Note 1: When signal and noise are measured cross the same impedance, SNR is often calculated as the root-mean-squared amplitude of the signal divided by the root-mean-squared amplitude of the noise.

Note 2: The value of signal-to-noise ratio may be expressed in decibel (SNRdB) as ten times the logarithm to base 10 of signal-to-noise ratio.

Note 3: Initialisms should not be used to denote a quantity in expressions or formulae. RS/N is recommended.

სიგნალის სიმძლავრის შეფარდება ხმაურის სიმძლავრესთან.

შენიშვნა 1: როდესაც სიგნალი და ხმაური იზომება ერთი და იმავე წინაღობის გასწვრივ, სიგნალი-ხმაურის თანაფარდობა ხშირად გამოითვლება, როგორც სიგნალის საშუალო კვადრატული ამპლიტუდის შეფარდება ხმაურის საშუალო კვადრატულ ამპლიტუდასთან.

შენიშვნა 2: სიგნალი-ხმაურის თანაფარდობის მნიშვნელობა შეიძლება გამოისახოს დეციბელებში (SNRdB), როგორც სიგნალი-ხმაურის თანაფარდობის გაათმაგებული ათობითი ლოგარითმი.

შენიშვნა 3: გამოსახულებებში ან ფორმულებში რაოდენობის აღსანიშნავად არ უნდა იქნეს გამოყენებული აბრევიატურები. რეკომენდებულია RS/N.

 

Source | წყარო:

D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019