ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
Born–Oppenheimer (BO) approximation | ბორ-ოპენჰაიმერის მიახლოება |
Representation of the complete wavefunction as a product of an electronic and a nuclear part
where the two wave-functions may be determined separately by solving two different Schroedinger equations. The validity of the Born–Oppenheimer approximation is founded on the fact that the ratio of electronic to nuclear mass (m⁄M ≅ 5×10-4) is sufficiently small and the nuclei, as compared to the rapidly moving electrons, appear to be fixed. The approximation breaks down near a point where two electronic states acquire the same energy (see Jahn–Teller effect). The BO approximation is often considered as being synonymous with the adiabatic approximation. More precisely, the latter term denotes the case when Ψe diagonalize the electronic Hamiltonian. Thus, the adiabatic approximation is an application of the BO approximation. |
სრული ტალღური ფუნქციის წარმოდგენა ელექტრონული და ბირთვული ნაწილის ნამრავლის სახით,
სადაც ორი ტალღური ფუნქცია შეიძლება განისაზღვროს ცალ-ცალკე შრედინგერის ორი განსხვავებული განტოლების ამოხსნით. ბორ-ოპენჰაიმერის მიახლოების მართებულობა ემყარება იმ ფაქტს, რომ ელექტრონის მასის ბირთვის მასასთან შეფარდება m⁄M ≅ 5×10-4 საკმარისად მცირეა და ბირთვი, სწრაფად მოძრავ ელექტრონებთან შედარებით, შეიძლება ჩაითვალოს უძრავად. მიახლოება იშლება იმ წერტილთან ახლოს, სადაც ორი ელექტრონული მდგომარეობა იძენს ერთსა და იმავე ენერგიას (იხ. იან-ტელერის ეფექტი). ბორ-ოპენჰაიმერის მიახლოება ხშირად განიხილება, როგორც ადიაბატური მიახლოების სინონიმი. უფრო ზუსტად, ეს უკანასკნელი ტერმინი აღნიშნავს შემთხვევას, როცა Ψe ახდენს ელექტრონული ჰამილტონიანის დიაგონალიზაციას. ამრიგად, ადიაბატური დაახლოება გულისხმობს ბორ-ოპენჰაიმერის მიახლოების გამოყენებას. |
Source | წყარო: PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1929 |