ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

delayed luminescence შეყოვნებული ლუმინესცენცია
Luminescence decaying more slowly than that expected from the rate of decay of the emitting state. The following mechanisms of luminescence provide examples:

1. triplet-triplet or singlet-singlet annihilation to form one molecular entity in its excited singlet state and another molecular entity in its electronic ground state (sometime referred to as P type),

2. thermally activated delayed fluorescence involving reversible intersystem crossing (sometimes referred to as E type), and

3. combination of oppositely charged ions or of an electron and a cation. For emission to be referred to in this case as delayed luminescence at least one of the two reaction partners must be generated in a photochemical process.

ლუმინესცენცია უფრო ნელა ქრეება, ვიდრე მოსალოდნელია გამოსხივების მდგომარეობის ჩაქრობის სიჩქარიდან გამომდინარე. ლუმინესცენციის მექანიზმების მაგალითებია:

1. ტრიპლეტ-ტრიპლეტური ან სინგლეტ-სინგლეტური ანიჰილაცია, რის შედეგადაც წარმოიქმნება ერთი მოლეკულური ობიექტი აღგზნებულ სინგლეტურ მდგომარეობაში, მეორე კი ძირითად ელექტრონულ მდგომარეობაში (ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც P-ტიპის);

2. თერმულად გააქტიურებული შეყოვნებული ფლუორესცენცია, რომელიც მოიცავს შექცევად სისტემათაშორის გადაკვეთას (ზოგჯერ მოიხსენიება როგორც E ტიპის);

3. საპირისპიროდ დამუხტული იონების ან ელექტრონისა და კატიონის შერწყმა. იმისთვის, რომ გამოსხივება ამ შემთხვევაში მოიხსენიებოდეს როგორც შეყოვნებული ლუმინესცენცია, ფოტოქიმიური პროცესის დროს რეაქციის ორი მონაწილიდან ერთი მაინც უნდა წარმოიქმნას.

Source | წყარო:

1.PAC, 1988, 60, 1055 (Glossary of terms used in photochemistry (Recommendations 1988)) on page 1065

2.Orange Book, p. 185