ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
retention factor, k | შეკავების კოეფიციენტი, k |
in column chromatography | სვეტურ ქრომატოგრაფიაში |
A measure of the time the sample component resides in the stationary phase relative to the time it resides in the mobile phase; it expresses how much longer a sample component is retarded by the stationary phase than it would take to travel through the column with the velocity of the mobile phase. Mathematically, it is the ratio of the adjusted retention volume (time) and the hold-up volume (time):
If the distribution constant is independent of sample component concentration, then the retention factor is also equal to the ratio of the amounts of a sample component in the stationary and mobile phases respectively, at equilibrium:
If the fraction of the sample component in the mobile phase is R, then the fraction in the stationary phase is 1 - R; thus
In former nomenclatures and in the literature one may find the expressions partition ratio, capacity ratio, capacity factor or mass distribution ratio to describe this term. In the literature the symbol k'is often used for the retention factor, particularly in liquid chromatography. The original reason for this was to clearly distinguish it from the partition coefficient (distribution constant) for which the symbol K had been utilized. Since, however, the distribution constants are all identified with a subscript, there is no reason to add the prime sign to this symbol. It should be emphasized that all the recognized nomenclatures (IUPAC, BS, ASTM) have always clearly identified the capacity factor with the symbol k and not k'. The logarithm of the retention factor is equivalent to the RM value used in planar chromatography. The symbol is suggested to express
|
უძრავ და მოძრავ ფაზებში ნიმუშის კომპონენტის ყოფნის დროთა თანაფარდობა; იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად ფერხდება ნიმუშის კომპონენტი უძრავი ფაზის მიერ, მოძრავი ფაზის სიჩქარით სვეტში გადაადგილებასთან შედარებით. მათემატიკურად, ეს არის დაზუსტებული შეკავების მოცულობის (დროის) და შეკავების მოცულობის (დროის) თანაფარდობა:
თუ განაწილების მუდმივა არ არის დამოკიდებელი ნიმუშის კომპონენტის კონცენტრაციაზე, მაშინ შეკავების კოეფიციენტი ასევე უდრის წონასწორობისას ნიმუშის კომპონენტის რაოდენობათა თანაფარდობას უძრავ და მოძრავ ფაზებში:
თუ მოძრავ ფაზაში ნიმუშის კომპონენტის წილი არის R, მაშინ უძრავ ფაზაში მისი წილი იქნება 1 - R; ამგვარად:
ადრინდელ ნომენკლატურებში და ლიტერატურაში ამ ტერმინის აღსაწერად შეიძლება შეგვხვდეს გამოთქმები „დაყოფის კოეფიციენტი“, „ტევადობის კოეფიციენტი“ ან „მასის განაწილების კოეფიციენტი“. ლიტერატურაში სიმბოლო k' ხშირად გამოიყენება შეკავების კოეფიციენტისთვის, განსაკუთრებით თხევად ქრომატოგრაფიაში. ამის თავდაპირველი მიზეზი იყო მისი მკაფიოდ გარჩევა დაყოფის კოეფიციენტისგან (განაწილების მუდმივასგან), რისთვისაც გამოიყენებოდა სიმბოლო K. თუმცა, ვინაიდან განაწილების მუდმივები ყველა იდენტიფიცირებულია ქვედა ინდექსით, არ არსებობს მიზეზი, რომ ამ სიმბოლოს შტრიხის ნიშანი დავამატოთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აღიარებული ნომენკლატურა (IUPAC, BS, ASTM) ყოველთვის მკაფიოდ განსაზღვრავდა ტევადობის კოეფიციენტს, როგორც k-ს და არა როგორც k’-ს. შეკავების კოეფიციენტის ლოგარითმი სიბრტყულ ქრომატოგრაფიაში გამოყენებული RM-ის მნიშვნელობის ეკვივალენტურია. სიმბოლოს გამოსახვისათვის შემოთავაზებულია შემდეგი გამოსახულება: |
Source | წყარო: PAC, 1993, 65, 819 (Nomenclature for chromatography (IUPAC Recommendations 1993)) on page 843 |