ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
pitch | სქელფისი |
A residue from pyrolysis of organic material or tar distillation which is solid at room temperature, consisting of a complex mixture of numerous, essentially aromatic hydrocarbons and heterocyclic compounds. It exhibits a broad softening range instead of a defined melting temperature. When cooled from the melt, pitches solidify without crystallization.
Note: The ratio of aromatic to aliphatic hydrogen depends mainly on the source of the starting material. The hydrogen aromaticity (ratio of aromatic to total hydrogen atoms) varies between 0.3 and 0.9. The aliphatic hydrogen in pitch is largely associated with alkyl side chains substituted on aromatic rings. The content of heterocyclic compounds in pitches varies depending on their origins. Also, the softening temperature can vary in a broad range between about 320 and 570 K depending on the molecular weight (relative molecular mass) and composition of the constituents. |
ორგანული მასალის პიროლიზის ან გუდრონის დისტილაციის ნაშთი, რომელიც მყარდება ოთახის ტემპერატურაზე და შედგება მრავალი, ძირითადად, არომატული ნახშირწყალბადებისა და ჰეტეროციკლური ნაერთების რთული ნარევისაგან. იგი ავლენს დარბილების ფართო დიაპაზონს განსაზღვრული ლღობის ტემპერატურის ნაცვლად. გაცივებისას მყარდება კრისტალიზაციის გარეშე.
შენიშვნა: არომატული და ალიფატური წყალბადის თანაფარდობა ძირითადად დამოკიდებულია საწყისი მასალის წყაროზე. წყალბადის არომატულობა (არომატული ატომების თანაფარდობა წყალბადის მთლიან ატომებთან) მერყეობს 0.3-დან 0.9-მდე. სქელფისში ალიფატური წყალბადი დიდწილად ასოცირდება ალკილის გვერდით ჯაჭვებთან, რომლებიც ჩანაცვლებულია არომატულ ბირთვში. ჰეტეროციკლური ნაერთების შემცველობა სქელფისში განსხვავდება მათი წარმოშობის მიხედვით. ასევე, დარბილების ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს ფართო დიაპაზონში დაახლოებით 320-დან 570 K-მდე, რაც დამოკიდებულია მოლეკულურ წონაზე (ფარდობითი მოლეკულური მასა) და შემადგენელ კომპონენტებზე. |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 500 |