ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
molecular entity | მოლეკულური ერთეული |
Any constitutionally or isotopically distinct atom, molecule, ion, ion pair, radical, radical ion, complex, conformer etc., identifiable as a separately distinguishable entity. Molecular entity is used in this Compendium as a general term for singular entities, irrespective of their nature, while chemical species stands for sets or ensembles of molecular entities. Note that the name of a compound may refer to the respective molecular entity or to the chemical species, e.g. methane, may mean a single molecule of CH4 (molecular entity) or a molar amount, specified or not (chemical species), participating in a reaction. The degree of precision necessary to describe a molecular entity depends on the context. For example “hydrogen molecule” is an adequate definition of a certain molecular entity for some purposes, whereas for others it is necessary to distinguish the electronic state and/or vibrational state and/or nuclear spin, etc. of the hydrogen molecule. | აღნაგობით ან იზოტოპურად განსხვავებული ნებისმიერი ატომი, მოლეკულა, იონი, იონური წყვილი, რადიკალი, რადიკალური იონი, კომპლექსი, კონფორმერი და ა.შ. ცალკეულ ერთეულად იდენტიფიცირდება. ტერმინი „მოლეკულური ერთეული“ გამოიყენება ცალკეული ობიექტებისათვის, მათი ბუნების მიუხედავად, ხოლო ტერმინი „ქიმიური ნაწილაკები“ ნიშნავს მოლეკულური ერთეულების კომპლექტს ან ანსამბლს. გასათვალისწინებელია, რომ ნივთიერების სახელწოდება შეიძლება უკავშირდებოდეს შესაბამის მოლეკულურ ერთეულს ან ქიმიურ ნაწილაკს. მაგალითად, „მეთანი“ შეიძლება ნიშნავდეს CH4-ის ერთ მოლეკულას (მოლეკულურ ერთეულს) ან რეაქციაში მონაწილე მოლურ რაოდენობას, მითითებულს ან იუთითებელს (ქიმიურ ნაწილაკს). მოლეკულური ერთეულის აღწერისთვის საჭირო სიზუსტე დამოკიდებულია კონტექსტზე. მაგალითად, „წყალბადის მოლეკულა“ ზოგიერთი მიზნით გარკვეული მოლეკულური ერთეულის ადეკვატური განმარტებაა, ზოგი მიზნით კი აუცილებელია დაზუსტდეს წყალბადის მოლეკულის ელექტრონული მდგომარეობა და/ან რხევითი მდგომარეობა და/ან ბირთვული სპინი და ა.შ. |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1142 |