ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
Michaelis–Menten kinetics | მიხაელის-მენტენის კინეტიკა |
The dependence of an initial rate of reaction upon the concentration of a substrate S that is present in large excess over the concentration of an enzyme or other catalyst (or reagent) E with the appearance of saturation behaviour following the Michaelis-Menten equation:
where v is the observed initial rate, V is its limiting value at substrate saturation (i.e. [S]>> Km), and Km the substrate concentration when v = V/2. The definition is experimental, i.e. it applies to any reaction that follows an equation of this general form. The symbols Vmax or vmax are sometimes used for V. The parameters V and Km (the “Michaelis constant”) of the equation can be evaluated from the slope and intercept of a linear plot of v-1 vs. [S]-1 (a “Lineweaver–Burk plot”) or from slope and intercept of a linear plot of v vs. v/[S] (“Eadie–Hofstee plot”). A Michaelis–Menten equation is also applicable to the condition where E is present in large excess, in which case the concentration [E] appears in the equation instead of [S]. The term has sometimes been used to describe reactions that proceed according to the scheme:
in which case Km = (k-1 + kcat)/k1 (Briggs–Haldane conditions). It has more usually been applied only to the special case in which k-1 >> kcat and Km = k-1/k1= KS, in this case Km is a true dissociation constant (Michaelis–Menten conditions). |
რეაქციის საწყისი სიჩქარის დამოკიდებულება S სუბსტრატის კონცენტრაციაზე, რომელიც ბევრად აღემატება არსებული E ფერმენტის ან სხვა კატალიზატორის (ან რეაგენტის) კონცენტრაციას. ამ დამოკიდებულებაში ვლინდება გაჯერების ეფექტი, რაც მიხაელის-მენტენის განტოლებას ექვემდებარება:
სადაც v არის გაზომილი საწყისი სიჩქარე, V - მისი ზღვრული (მაქსიმალური) სიჩქარის მნიშვნელობა სუბსტრატით გაჯერებისას (ანუ როდესაც [S] >> Km), ხოლო Km („მიხაელისის მუდმივა“) არის სუბსტრატის კონცენტრაცია, როდესაც v = V/2. განმარტება ექსპერიმენტულია, ანუ ის ეხება ნებისმიერ რეაქციას, რომელიც ემორჩილება ამ ზოგადი სახის განტოლებას. სიმბოლოები Vmax ან vmax ზოგჯერ გამოიყენება V-სთვის. განტოლების V და Km პარამეტრები შეიძლება შეფასდეს v-1-ის [S]-1-ზე დამოკიდებულების წრფივი გრაფიკის („ლაინუივერ-ბერკის გრაფიკი“) დახრილობის და ორდინატთა ღერძებთან გადაკვეთის წერტილების მიხედვით ან v-ს v/[S]-ზე დამოკიდებულების წრფივი გრაფიკის („იდი-ჰოფსტის გრაფიკი“) დახრილობის და ორდინატთა ღერძებთან გადაკვეთის წერტილების მიხედვით. მიხაელის-მენტენის განტოლება ასევე გამოიყენება იმ პირობებში, როდესაც E ბევრად ჭარბია S-ზე. ამ შემთხვევაში განტოლებაში [S]-ის ნაცვლად ჩნდება E-ს კონცენტრაცია ([E]). ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება იმ რეაქციათა აღსაწერად, რომლებიც შემდეგი სქემის მიხედვით მიმდინარეობს:
ამ შემთხვევაში k-1 + kcat)/k1 (ბრიგს–ჰალდანის პირობები). უფრო ხშირად იგი გამოიყენება კერძო შემთხვევებში, როდესაც k-1 >> kcat და Km = k-1/k1= KS. ამ შემთხვევაში Km არის დისოციაციის ჭეშმარიტი მუდმივა (მიხაელის-მენტენის პირობები). |
See also: rate-determining step (rate-limiting step) | ასევე იხილეთ: სიჩქარის განმსაზღვრელი საფეხური (სიჩქარის მალიმიტირებელი საფეხური) |
Source | წყარო:
|