ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
Lewis formula (electron dot or Lewis structure) | ლუისის ფორმულა (ელექტრონული წერტილოვანი ან ლუისის სტრუქტურა) |
Molecular structure in which the valency electrons are shown as dots so placed between the bonded atoms that one pair of dots represents two electrons or one covalent (single) bond, e.g.
A double bond is represented by two pairs of dots, etc. Dots representing non-bonded outer-shell electrons are placed adjacent to the atoms with which they are associated, but not between the atoms. Formal charges (e.g. +, −, 2+, etc.) are attached to atoms to indicate the difference between the positive nuclear charge (atomic number) and the total number of electrons (including those in the inner shells), on the formal basis that bonding electrons are shared equally between atoms they join. (Bonding pairs of electrons are usually denoted by lines, representing covalent bonds, as in line formulae.) |
მოლეკულური სტრუქტურა, რომელშიც სავალენტო ელექტრონები ნაჩვენებია წერტილების სახით და ისეა განლაგებული დაკავშირებულ ატომებს შორის, რომ წერტილთა ერთი წყვილი წარმოადგენს ორ ელექტრონს ან ერთ კოვალენტურ (ერთმაგ) ბმას, მაგ.:
ორმაგი ბმა წარმოდგენილია წერტილთა ორი წყვილით და ა. შ. წერტილები, რომლებიც წარმოადგენს არაშემაკავშირებელ გარე შრის ელექტრონებს, მოთავსებულია იმ ატომებთან, რომლებთანაც ეს ელექტრონებია დაკავშირებული, მაგრამ არა ატომთა შორის. ფორმალური მუხტები (მაგ. +, −, 2+ და ა. შ.) ეკუთვნის ატომებს, რათა მიეთითოს განსხვავება ბირთვის დადებით მუხტსა (ატომურ რიცხვს) და ელექტრონების ჯამურ რაოდენობას (მათ შორის შიგა შრეებშიც მყოფ) შორის, იმ დაშვებით, რომ შემაკავშირებელი ელექტრონები თანაბრად ნაწილდება მათ მიერ შეერთებულ ატომებს შორის. (შემაკავშირებელი ელექტრონების წყვილი, ჩვეულებრივ, აღინიშნება ხაზებით, რომლებიც წარმოადგენს კოვალენტურ ბმებს, ისევე, როგორც ხაზოვან ფორმულებში.) |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1135 |