ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

local fraction desolvated, χS, βS ლოკალური დესოლვატირებული ფრაქცია, χS, βS
in flame emission and absorption spectrometry ალურ-ემისიურ და აბსორბციულ სპექტრომეტრიაში
The amount-of-substance fraction of component in a desolvated state in the amount of component entering the flame. This quantity is measured in a defined part of the flame, usually the observation space. Because it varies with height in the flame as a result of progressive evaporation of aerosol droplets, it is appropriate to term the expression local. The fraction desolvated does not account for losses by incomplete volatilization of the dry aerosol (which largely depends upon the nature and concentration of the component). Such losses are described by local fraction volatilized, which usually depends on the solute. Since χS varies markedly with the height in the flame, its observed value represents an average. Local fraction desolvated depends on the solvent, the temperature of the flame and the time the component takes to travel from the tip of the burner to the height in the flame considered. ალში შესულ მთლიან კომპონენტში დესოლვატირებულ მდგომარეობაში მყოფი კომპონენტის ნივთიერების წილი. ეს სიდიდე იზომება ალის განსაზღვრულ ნაწილში, ჩვეულებრივ, დაკვირვების არეში. იმის გამო, რომ იგი ალში სიმაღლის მიხედვით, აეროზოლის წვეთების თანდათანობით აქროლების შედეგად იცვლება, მიზანშეწონილია ტერმინში შედიოდეს სიტყვა „ლოკალური“. ლოკალური დესოლვატირებული ფრაქცია არ ითვალისწინებს მშრალი აეროზოლის არასრული აქროლებით გამოწვეულ დანაკარგს (რაც დიდწილად დამოკიდებულია კომპონენტის ბუნებასა და კონცენტრაციაზე). ასეთი დანაკარგები აღიწერება ლოკალური აქროლებული ფრაქციის საშუალებით, რომელიც, როგორც წესი, დამოკიდებულია გახსნილ ნივთიერებაზე. ვინაიდან χS შესამჩნევად იცვლება ალის სიმაღლის მიხედვით, მისი გაზომილი მნიშვნელობა საშუალოს წარმოადგენს. ლოკალური დესოლვატირებული ფრაქცია დამოკიდებულია გამხსნელზე, ალის ტემპერატურასა და იმ დროზე, რაც კომპონენტს სჭირდება სანთურის წვერიდან განხილული ალის სიმაღლემდე გადაადგილებისთვის.
Source | წყარო:
  1. PAC, 1986, 58, 1737 (Quantities and units in clinical chemistry: Nebulizer and flame properties in flame emission and absorption spectrometry (Recommendations 1986)) on page 1740
  2. Orange Book, p. 168