ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
electromeric effect | ელექტრომერული ეფექტი |
A molecular polarizability effect occurring by an intramolecular electron displacement (sometimes called the “conjugative mechanism” and, previously, the “tautomeric mechanism”) characterized by the substitution of one electron pair for another within the same atomic octet of electrons. It can be indicated by curved arrows symbolizing the displacement of electron pairs, as in: which represents the hypothetical electron shift The term has been deemed obsolescent or even obsolete (see mesomeric effect, resonance effect). It has long been custom to use phrases such as “enhanced substituent resonance effect” which imply the operation of the electromeric effect, without using the term, and various modern theoretical treatments parametrize the response of substituents to “electronic demand”, which amounts to considering the electromeric effect together with the inductomeric effect. |
მოლეკულური პოლარიზებადობის ეფექტი, რომელიც გამოწვეულია შიგამოლეკულური ელექტრული გადაადგილებით (ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი „შეუღლების მექანიზმი“ ან უფრო ადრე “ტაუტომერული მექანიზმი“), რომლის დროსაც ერთი ელექტრონული წყვილი ნაცვლდება მეორეთი ელექტრონების იმავე ატომური ოქტეტის ფარგლებში.ეს პროცესი შეიძლება გამოისახოს მორკალული ისრებით, რომლებიც მიუთითებს ელექტრონული წყვილის გადაადგილებაზე. მაგ.:
ისრები გამოსახავს ელექტრონების ჰიპოთეზურ გადანაცვლებას.
ტერმინი მიჩნეულია მოძველებულად ან უკვე მოძველებულად (იხ. მეზომერული ეფექტი, რეზონანსული ეფექტი). დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად “ჩამნაცვლებით გაძლიერებული რეზონანსული ეფექტი“, რომელიც გულისხმობს ელექტრომერული ეფექტის მოქმედებას, ტერმინის გამოყენების გარეშე, და ზოგიერთი თანამედროვე თეორიული მიდგომა, რომელიც პარამეტრული თვალსაზრისით აღწერს ჩამნაცვლებლის ქცევას, მისი “ელექტრონული მოთხოვნილების“ შესაბამისად, რაც ელექტრომერულ ეფექტს ითვალისწინებს ინდუქტომერულ ეფექტთან ერთად. |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1109 |