ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

limit of detection განსაზღვრის ზღვარი
in analysis ანალიზში
The limit of detection, expressed as the concentration, cL, or the quantity, qL, is derived from the smallest measure, xL, that can be detected with reasonable certainty for a given analytical procedure. The value of xL is given by the equation

wherexbi is the mean of the blank measures, sbi is the standard deviation of the blank measures, and k is a numerical factor chosen according to the confidence level desired.

განსაზღვრის ზღვარი, გამოსახული კონცენტრაციის (cL) ან რაოდენობის (qL) სახით, დგინდება xL-ის ყველაზე მცირე მნიშვნელობიდან, რომელიც მოცემული ანალიზური პროცედურისთვის შეიძლება საკმარისი სანდოობით განისაზღვროს. xL-ის მნიშვნელობა განისაზღვრება განტოლებით:

სადაცxbi არის საკონტროლო ნულოვანი მაჩვენებლების საშუალო, sbi - მათი სტანდარტული გადახრა, ხოლო k - რიცხვითი კოეფიციენტი, რომელიც შერჩეულია სასურველი სანდოობის დონის მიხედვით.

Source | წყარო:

Orange Book, p. 5