ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
reduced species | აღდგენილი ნაწილაკები |
A term used to characterize the degree of reduction (or oxidation) in atoms, molecules and ions. An atom in a molecule or an ion which has a low oxidation state. An element or atom in a compound can be reduced by the reaction of an element or compound with hydrogen, while it can be oxidized by reaction with oxygen. A reduced species can be formed also through the gain of electrons (either at the negative electrode in a cell or through transfer from another atom, ion or group of atoms in a chemical reaction). For example, the carbon atom in CH4 and other hydrocarbons is in a reduced state, while the carbon in CO2 is in an oxidized state. Similarly the sulfur atom in H2S is in a reduced state while that in sulfuric acid (H2SO4) is in an oxidized state. | ტერმინი, რომელიც გამოიყენება ატომების, მოლეკულების და იონების აღდგენის (ან დაჟანგვის) ხარისხის დასახასიათებლად. ამ ტერმინით მოიხსენიება ასევე მოლეკულის ან იონის ისეთი ატომი, რომელსაც აქვს დაბალი ჟანგვის რიცხვი. ნაერთში ელემენტი ან ატომი შეიძლება აღდგეს ელემენტის ან ნაერთის წყალბადთან რეაქციით, ხოლო მისი დაჟანგვა შესაძლებელია ჟანგბადთან რეაქციით. აღდგენილი ნაწილაკი შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე ელექტრონების მიერთებით (ელემენტში უარყოფითი ელექტროდიდან ელექტრონის მიერთებით ან სხვა ატომიდან, იონიდან ან ატომთა ჯგუფიდან ქიმიური რეაქციის დროს ელექტრონის გადატანით). მაგალითად, ნახშირბადატომი CH4-სა და სხვა ნახშირწყალბადებში არის აღდგენილ მდგომარეობაში, ხოლო CO2-ში ნახშირბადი არის დაჟანგული. ანალოგიურად, გოგირდის ატომი H2S-ში არის აღდგენილ მდგომარეობაში, ხოლო გოგირდმჟავაში (H2SO4) - დაჟანგულ მდგომარეობაში. |
Source | წყარო: PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2210 |