ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
excitation-emission spectrum | აღგზნება-გამოსხივების სპექტრი |
The three-dimensional spectrum generated by scanning the emission spectrum at incremental steps of excitation wavelength (x axis = emission wavelength, y axis = excitation wavelength, z axis = emission flux) is called a (fluorescence, phosphorescence) excitation-emission spectrum (or EES). The spectra are particularly useful for investigating samples containing more than one emitting species. Corrected EES are obtained if (a) the emission is corrected for instrumental response with wavelength, and (b) the exciting radiation flux in photons s-1 is held constant for all excitation wavelengths. |
სამგანზომილებიან სპექტრს, რომელიც მიიღება ემისიის სპექტრის ჩაწერით აღგზნების ტალღის სიგრძის ზრდადი ბიჯისათვის (x ღერძი = ემისიის ტალღის სიგრძე, y ღერძი = აღგზნების ტალღის სიგრძე, z ღერძი = ემისიის ნაკადი) ეწოდება (ფლუორესცენციის, ფოსფორესცენციის) აღგზნება-გამოსხივების სპექტრი. სპექტრები განსაკუთრებით სასარგებლოა ნიმუშების გამოსაკვლევად, რომლებიც შეიცავს ერთზე მეტ გამომსხვებელ კომპონენტს. შესწორებული აღგზნება-გამოსხივების სპექტრი მიიღება, თუ (ა) ემისია შესწორებულია დეტექტირების ტალღის სიგრძეზე დამოკიდებულების თვალსაზრისით და (ბ) აღგზნების გამოსხივების ნაკადი (ფოტონის ენერგია/წმ) მუდმივია ყველა ტალღის სიგრძის აღგზნების გამოსხივებისთვის. |
Source | წყარო: PAC, 1984, 56, 231 (Nomenclature, symbols, units and their usage in spectrochemical analysis-Part VI: molecular luminescence spectroscopy) on page 242 |