ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

axial (equatorial) აქსიალური (ეკვატორული)
In the chair form of cyclohexane ring bonds to ring atoms (and molecular entities attached to such bonds) are termed axial or equatorial according to whether the bonds make a relatively large or small angle, respectively, with the plane containing or passing closest to a majority of the ring atoms. Thus the axial bonds are approximately parallel to the C3 axis and the equatorial bonds approximately parallel to two of the ring bonds. These terms are also used for the chair form of other saturated sixmembered rings. The corresponding bonds occurring at the allylic positions in mono-unsaturated sixmembered rings are termed pseudo-axial (or quasi-axial) and pseudo-equatorial (or quasi-equatorial). The terms axial and equatorial have similarly been used in relation to the puckered conformation of cyclobutane, crown conformer of cyclooctane, etc. and the terms pseudo-axial and pseudo-equatorial in the context of the non-planar structures of cyclopentane and cycloheptane.

სავარძლის კონფორმაციის მქონე ციკლოჰექსანის რგოლის ატომების ბმებს (და ასეთი ბმებით დაკავშირებულ მოლეკულურ ერთეულებს) უწოდებენ აქსიალურს ან ეკვატორულს იმის მიხედვით, წარმოქმნიან თუ არა ეს ბმები შედარებით დიდ ან მცირე კუთხეს, შესაბამისად, სიბრტყეზე, ყველაზე ახლოა ციკლის ატომთა უმრავლესობასთან. ამრიგად, აქსიალური ბმები დაახლოებით პარალელურია C3 ღერძისა და ეკვატორული ბმები დაახლოებით პარალელურად ორი რგოლური ბმისა. ეს ტერმინები ასევე გამოიყენება სავარძლის კონფორმაციის მქონე სხვა ნაჯერი ექვსწევრიანი ციკლებისათვის. ბმებს, რომლებიც წარმოიქმნება მონოუჯერი ექვსწევრიანი რგოლების ალილურ მდგომარეობებში, უწოდებენ ფსევდო-აქსიალურს (ან კვაზი-აქსიალურს) და ფსევდო-ეკვატორულს (ან კვაზი-ეკვატორულს). ტერმინები აქსიალური და ეკვატორული ანალოგიურად გამოიყენებოდა ციკლობუტანის დანაოჭებული კონფორმაციისათვის, ციკლოოქტანის კრაუნ-კონფორმაციისათვის და ა. შ., ხოლო ტერმინები ფსევდო-აქსიალური და ფსევდო-ეკვატორული ციკლოპენტანისა და ციკლოეპტანის არაბრტყელი სტრუქტურების კონტექსტში.

a = აქსიალური

e = ეკვატორული

a’ = ფსევდო-აქსიალური

e’ = ფსევდო-ეკვატორული

Source | წყარო:

PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2200