ნუტრიმაქსი

67ბ ლ.ღოღობერიძის ქ., თბილისი

+995 32 2305335

info@nutrimax.ge

https://www.nutrimax.ge/


ჩვენს შესახებ

2009 წლიდან ნუტრიმაქსი წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, 2016 წლის სექტემბერში კი გაიხსნა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმო. მისი წლიური საწარმოო სიმძლავრეა დაახლოებით 85 000 ტონა საკვები ფერმის ცხოველებისა და ფრინველებისთვის. პროექტი განხორციელდა ნუტრიმაქსის პარტნიორი Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციით, რაც უზრუნველყოფს საწარმოს შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2009 წლიდან და გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი.

2023 წელს გაიხსნა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური კვების საწარმო, კომპანიონი ცხოველებისთვის და თევზის საკვების დამზადების შესაძლებლობით. ნუტრიმაქსი წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის შინაური ცხოველების საკვებს ყველა ჯიშის ძაღლებისა და კატებისთვის. საკვების რეცეპტები სრულად შემუშავებულია გამოცდილი ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების მიერ. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ სხვადასხვა ხარისხის საკვები, მათ შორის მაღალი და სუპერ პრემიუმ ხარისხის.

ამჟამად, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანს: მზა საკვები, საუკეთესო ხარისხის კონცენტრატები, პრემიქსები სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისთვის და აკვაკულტურისთვის, ასევე საკვები კომპანიონი ცხოველებისთვის. პროდუქტებთან ერთად ასევე ვავრცელებთ ცოდნას, რომელსაც უფასო კონსულტაციებით, სემინარებითა და ტრენინგებით. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო კონსულტაციებით თავიანთი ოპერაციების გასაუმჯობესებლად.

ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ადამიანების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ჯანსაღ საკვებზე, როგორც კომპანიონი ცხოველებისთვის, ასევე ფერმერული ცხოველებისთვის.

ჩვენი პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში.

 



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 50



წარმოებული პროდუქცია

ფერმისა და კომპანიონი ცხოველების საკვები



საკვანძო სიტყვები

ცხოველთა კვების თანამედროვე ტექნოლოგიები; ფერმის ცხოველები; კომპანიონი ცხოველები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.