თსუ-ს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი 11 მინდელის ქ., თბილისი (+995) 599 55 19 48 |
ჩვენს შესახებ რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი დაარსდა 1956 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის 4 ქვედანაყოფის - კოქსოქიმიის, ღარიბი მადნების გამდიდრების, მინერალური სასუქების და სილიკატების ტექნოლოგიის ლაბორატორიების ბაზაზე, რომლისგანაც შემდგომ გამოეყვნენ მეტალურგიის, სამთო მექანიკის, საშენ მასალათა ინსტიტუტები. 1958 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა კიდევ 2 ლაბორატორია: რადიაციული ქიმიისა და ორგანული ნაერთების ტექნოლოგიის. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1956-1960 წ.წ.) იყო აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე. შემდგომში ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია (1960-1972 წ.წ.), ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი აპოლონ ავალიანი (1972-1980 წ.წ.), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე (1980- 1996 წ.წ.), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯონდო ჯაფარიძე (1996-2006 წ.წ.). ამჟამად ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გრიგოლ ტატიშვილი (2006 წლიდან დღემდე). ინსტიტუტის თანამშრომლებს ქვეყნის ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროს გაძლიერებაში აქტიური წვლილისათვის მიღებული აქვთ 1 სტალინური, 1 სსრკ სახელმწიფო, 4 საქართველოს სახელმწიფო და რამდენიმე ათეული სახელობითი პრემია.
დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 150(81) წარმოებული პროდუქცია სამეცნიერო სტატიები, პატენტები გამოგონებები შემუშავებული ტექნოლოგიები. საკვანძო სიტყვები
|
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.