ყაზბეგი 1881

3, 9 აპრილის ქ., თბილისი

kazbegi1881@kazbegi.com

www.kazbegi.com


ჩვენს შესახებ

1994 წელს კომპანიამ “ყაზბეგი 1881” თბილისის ლუდის ქარხანა აუქციონზე შეიძინა. კომპანიის დამფუძნებელია გოგი თოფაძე. იმ დროისათვის ქარხანა პრაქტიკულად განადგურებული და გაძარცული იყო. ქარხნის რეკონსტრუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვის მიზნით 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. “ყაზბეგი 1881” ქართულ ეკონომიკაში იშვიათი გამონაკლისია, წარმოება მთლიანად ქართული კაპიტალით არის შექმნილი. კომპანიამ პირველი პროდუქტი - ლუდი “ანანური”- 1995 წლის გაზაფხულზე გამოუშვა. შემდეგ იწყება ლუდის - “ფშავი” და “ყაზბეგი” - ჩამოსხმა.

ამჟამად კომპანია “ყაზბეგი 1881” სამი დასახელების ლუდს უშვებს - “მებადური”, “რადიციული” და “ყაზბეგი”, აქვე მზადდება ჩამოსასხმელი ლუდი, რომლითაც მარაგდება ლუდის ბარებისა და რესტორნების ქსელი.

2005 წელს დაიწყო ქარხნის რეკონსტრუქციის ახალი ეტაპი, მოხდა ტერიტორიის გაფართოება და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა. ქარხანას დღეისათვის შეუძლია წელიწადში 1 მილიონი დეკალიტრი ლუდის წარმოება.

ქარხნული წესით ლუდის დამზადება საქართველოში 1859 წელს სწორედ ამ ქარხანაში დაიწყო. ლუდის პირველი ქარხანა თბილისში დიდი მთავრის ქუჩაზე (ამჟამინდელი უზნაძის ქუჩა) გერმანელმა მეწარმემ ვენცელმა დააარსა. სრული დატვირთვით ქარხანა 1881 წელს ამოქმედდა.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 200(10)



წარმოებული პროდუქცია

ლუდი, ლიმონათი, ცივი ჩაი.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.