ჩაროზი 175 ჰერეთის ქ., დედოფლისწყარო. (+995) 599 85 57 17 |
ჩვენს შესახებ შპს „ჩაროზი“ დაფუძნდა 2018 წელს ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში. მისი მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობა და მომხმარებლისათვის ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და სწორი ტექნოლოგიური ხაზით მომზადებული პროდუქციის შეთავაზება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მშრალი ჰავით განპირობებული ხილის მაღალი შაქრიანობა, შხამ-ქიმიკატების ნაკლები შემცველობა და ჩვენ მიერ გატარებული დამზადების სწორი ტექნოლოგია, შენახვის პირობების დაცვა და ჰიგიენა განაპირობებს პროდუქციის ხარისხს. ამასთან ერთად, საწარმოში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაცია არის გარანტი იმისა, რომ შპს „ჩაროზის“ მიერ მომზადებული პროდუქცია არის სუფთა, ნატურალური, ჯანსაღი და სასარგებლო ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისათვის, მათთვის ვისთვისაც ჯანმრთელი ცხოვრება უმნიშვნელოვანესია. შპს „ჩაროზი“ მომხმარებელს სთავაზობს ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე არსებული ხილის ჩირს, მშრალ ბოსტნეულს თუ მწვანილეულს ვაკუუმ შეფუთვით, რითაც თავიდან არის აცილებული ჟანგვის და ლპობის პროცესები. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩაროზი ზრუნავს როგორც საკუთარ მომხმარებელზე, ისე საკუთარ იმიჯზე. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 4(1) წარმოებული პროდუქცია გამომშრალი ხილი და ბოსტნეული საკვანძო სიტყვები |
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.