შპს ბიპისი 12 სარაჯიშვილის გამზირი, თბილისი (+995) 577 90 00 75 |
ჩვენს შესახებ კომპანია „ბი-პი-სი”(BPC) ასკილისა და ალუბლის ეკოლოგიურად სუფთა წვენებს აწარმოებს. ოჯახური ბიზნესი 2010 წელს ჩამოყალიბდა და სპეციალიზირებულია ნატურალური და ორგანული წვენების წარმოებაში. დღეისათვის კომპანია აწარმოებს წვენებს ასკილის და ალუბლის ნაყოფებისგან. წარმოების ტექნოლოგია დაფუძნებულია ძველ ქართულ ტრადიციულ მეთოდებზე და მასიური წარმოების ისეთ ტექნოლოგიურ პროცესებზე, რომ წვენებმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ნატურალური შინაარსი და სასარგებლო თვისებები. 2010 წელს ოჯახური ბიზნესით დაწყებულმა ასკილის წვენის წარმოებამ 2012 წელს საერთაშორისო კონკურსზე - BIFDA სპეციალურ ნომინაციაში გაიმარჯვა. ასკილის ქართულ წვენს იმუნიტეტისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელის სტატუსი ერგო 2012 წელს ლონდონში გამართულ მარათონში. 2014 წლიდან კომპანიამ ბიო სერთიფიკატი მიიღო და ბიო წარმოება დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან USDA სერთიფიკატსაც ფლობს, რაც ორგანული პროდუქტის წარმოების საშუალებას აძლევს. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 10 წარმოებული პროდუქცია ალუბლის და ასკილის წვენები საკვანძო სიტყვები
|
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.