თბილღვინო

2დ სარაჯიშვილის ქ., თბილისი

www.tbilvino.com


ჩვენს შესახებ

ჩვენი საწარმოს ისტორია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1962 წელს, სწორედ მაშინ, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა. მრავალწლიანი ისტორიისა და დიდი მასშტაბების მიუხედავად (60-80-იან წლებში საბჭოთა და მსოფლიო ბაზარზე გასული ქართული ღვინის 10 ბოთლიდან 9 აქ იწარმოებოდა), ქარხანა მაინც საბჭოთა მეღვინეობის ნაწილად რჩებოდა პოსტსაბჭოთა წლებშიც კი, სანამ 1999 წელს ყველაფერი არ შეიცვალა და არ შეიქმნა ახალი ფილოსოფია, რომელიც დღესაც იხვეწება და ზუსტდება. ამ ფილოსოფიის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ “თბილღვინო” უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი საწარმოს მიერ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლზე, ვენახიდან – მომხმარებლამდე ღვინის წარმოების ყოველი ეტაპისთვის უნდა გვედევნებინა თვალყური, რათა ხარისხიანი ღვინო მიგვეღო. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მხოლოდ მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოება არ ყოფილა, “თბილღვინოს” მთავარი ამოცანა იყო, საწარმოს იმ დროისთვის არსებული მოთხოვნებისთვის ეპასუხა, ანუ შეგვექმნა იმ სტილის ღვინოები, რაზეც მაშინ პირველად გაჩნდა მოთხოვნა. ეს იყო ახალი ქართული ღვინის დაბადების წლები, მაშინ პირველად შეიცვალა უკეთესობისკენ ქართული ღვინის იმიჯი, რომელიც უკანასკნელი 10-20 წლის მანძილზე იყო შექმნილი.

ასევე საინტერესოა “თბილღვინოს” საერთაშორისო აღიარების მოკლე ისტორიაც. ჩვენმა ღვინოებმა 2006 წელს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს. სწორედ ამ წელს გამოვეთხოვეთ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცის პრემიებსა და ჯილდოებს და ეს გამოთხოვება საკმაოდ პარადოქსული იყო. საქმე ისაა, რომ მარტში, ზუსტად იმ დღეებში, როცა ონიშჩენკომ ქართულ ღვინოზე ემბარგო გამოაცხადა, მოსკოვში ჩვენი ღვინო პრემიით აღინიშნა (გაზეთ “ვინნაია კარტას” პრემია). ჩვენი კომპანიის ღვინოები ზედიზედ გახდნენ IWSC-ს, Decanter-ისა და სხვ. ცნობილი პრემიების ლაურეატები. თუკი 2006-ში ჩვენ 2 მედალი გვქონდა, 2007-ში მედლების რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, 2008-ში 11- მდე, 2009-ში უკვე 14 მედალი გვაქვს მოპოვებული მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის გამოფენებზე.

”თბილღვინო” ძალზე აქტიურად იყენებს თანამედროვე უცხოელი მეღვინეების გამოცდილებასაც. ჯერ კიდევ 2002 წლიდან მოყოლებული “თბილღვინოს” ღვინოების სტილის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ავსტრალიელი, ფრანგი და იტალიელი მეღვინეები, რომლებიც თავისი განუმეორებელი ღვინის ფილოსოფიით გამოირჩეოდნენ. ჩვენი ღვინის სტილის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ: ფრანგული წარმოშობის ავსტრალიელი მეღვინე დევიდ მორისონი, იტალიელი კარლო არნულფო, ავსტრალიელები, ნიკ სპენდერი და ჯეფ ასტონი.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 100(4)



წარმოებული პროდუქცია

ალკოჰოლური სასმელი: ღვინო, ჭაჭა.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.