არგო

ლოჭინის ხევი, ლილო, თბილისი

(+995 32) 223 91 50

www.argo.ge


ჩვენს შესახებ

ჩვენი ისტორია ადრეული 90-იანებიდან იწყება, როცა ლუდსახარშმა კასტელმა ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოში პირველი ეროვნული ლუდი, არგო ჩაუშვა წარმოებაში. ფაქიზმა და გამაგრილებელმა გემომ, დამოუკიდებლობის სულთან ერთად, არგო საქართველოს ყველაზე პოპულარულ ლუდის ბრენდად აქცია. თანამედროვე საქართველოში კარგი ლუდი მხოლოდ სასმელი არ არის; ეს არის ცხოვრების წესი;ტრადიციების ერთგვარი ქვაკუთხედი. აქსოციალიზაცია გართობისა თუ დასვენების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ჭამისა და სმის ტრადიცია თაობებს გადაეცემა. კარგი ლუდის სიყვარული კი ისეთივე მტკიცეა, როგორც თვითონ ტრადიციები. მოკლედ რომ ითქვას, ქართველებმა იციან, როგორ გაერთონ!

2012 წელს კასტელმა სახელი შეიცვალა. კასტელ საქართველომ განამტკიცა არგოს საამაყო მემკვიდრეობა და ტრადიციები და ამავე დროს – უფრო კარგად შეითვისა ევროპული ლუდის წარმოების ტექნოლოგიები, რათა გაეზარდა ბრენდის პროდუქტიულობა და კიდევ უფრო დაეხვეწა გემო. არგო მომავალს ახალი სახელით და ახალი მფლობელით ხვდება. ლუდსახარშ არგოს მთავარი ინვესტიცია უახლესი ტექნოლოგიებია. მათი დანერგვით არგო წამყვან საერთაშორისო ლუდის ბრენდებს შორის ეწერება, ხოლო საქართველო მსოფლიო რუკაზე საუკეთესო ლუდის მწარმოებელ ქვეყნებს შორის დამსახურებულ აგდილს იკავებს. ასე ორივე მხარე კმაყოფილია: არგოს მოყვარულებს შეუძლიათ თავისი ეროვნული ლუდით იამაყონ, ხოლო ლუდსახარში არგო ამ დროს საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება, შექმნის სამუშაო ადგილებს თავის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლუდსახარშში, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 300(7)



წარმოებული პროდუქცია

ლუდი, ლიმონათი, ენერგეტიკული სასმელი.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.