ლუდსახარში ნატახტარი

87ა წერეთლის გამზირი, თბილისი

(+995 32) 218 07 97

www.natakhtari.com


ჩვენს შესახებ

კომპანია ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება. ლუდსახარში ნატახტარი მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოება “ლომისმა” თი-ბი-სი ბანკისა და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება. 2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, კომპანია “ეფესი”, მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. “ეფესი” მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქედან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის. პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ჰიგიენური უსაფრთხოების სრული გარანტია უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა. საწარმოში ტარა იონიზირებული ჰაერით და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პოლიეთილენის ბოთლები იფარება დამცავი გარსით, რაც პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვას და შენახვის ხანგრძლივობას განაპირობებს. პროდუქციის ხარისხს კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 250



წარმოებული პროდუქცია

ლუდი, ლიმონათი.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.