კუმისი

სოფელი კუმისი

(+995 790) 26 25 20

info@kumisi.ge

www.kumisi.ge/ka/


ჩვენს შესახებ

შპს „კუმისი XXI“ ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. 12 ჰექტარზე განლაგებული ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონის, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით. საწარმოში ფუნქციონირებს 9 საფრინველე - საწარმოო ფრინველისათვის და ასევე 3 საფრინველე ე.წ. საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის, სადაც 1 დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ ეს წიწილები გადადიან 9 საფრინველედან ერთ-ერთში, რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის დადება 20 კვირის ასაკიდან. თითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშუალოდ 28000 ცალ ფრინველზე. ფაბრიკის თანამედროვე სტანდარტები უზრუნველყოფს ფრინველის კვებას და წყლით მომარაგებას ავტომატურ რეჟიმში. ასევე ავტომატურია საფრინველეში კლიმატის კონტროლი და კვერცხის აკრეფა. დანადგარები, სადაც ზის ფრინველი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. 2011 წლის 18 ნოემბერს შპს „კუმისი XXI“-ი საპატიოდ დაჯილდოვდა ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 117- ე გენერალური ასამბლეის ეგიდით გამართულ ცერემონიაზე ხარისხის ნიშნის სერთიფიკატით და მისი პროდუქცია შეტანილ იქნა “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2016 წლიდან ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მენეჯმენტის გამართულ მუშაობას და წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცულობას. ფაბრიკა პროდუქციის რეალიზაციას ახდენს შპს „კუმისი XXI“-ის თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელი, კუთვნილი ავტომობილებით. კომპანიას აქვს სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო,სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) რაც პროდუქციის სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. ჩვენთვის მაღალი ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია ამიტომ გთავაზობთ მუდამ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქტს. კუმისი- ერთნაჭუჭშიჩატეული ბედნიერება. საწარმოს გააჩნია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ხდება როგორც ცალკეული კომპონენტების ასევე კომბინირებული საკვების, მზა პროდუქციის: კვერცხის და ქათმის სრული ლაბორატორიული შემოწმება. ამჟამად შესაძლებელია 14 სახის ანალიზის ჩატარება. ლაბორატორიული ანალიზების სიზუსტე აღიარებულია „ხარისხის ნიშნის“ მიერ.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):



წარმოებული პროდუქცია

ქათმის კვერცხი



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.