ბევრილი

24 ქიზიყის ქ., თბილისი ლარნაკას ჩიხი, ფოთი

(+995 32) 271 72 04

info@bevrili.ge

www.bevrili.ge


ჩვენს შესახებ

კომპანიამ თავისი საქმიანობა 2004 წელს დაიწყო. მარცვლეულის იმპორტი და გადამუშავება ბევრილი ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიას გააჩნია საკუთარი სილოსები, ელევატორები და წისქვილკომბინატი თბილისსა და ფოთში. მარცვლეულის იმპორტი ძირითადად ხორცილდება რუსეთიდან და ყაზახეთიდან, ასევე გარკვეული რაოდენობით ხდება საქართველოში მოყვანილი ხორბლის შეძენა. თანამედროვე, ამერიკული წარმოების ელევატორებში, რომლის საერთო ტევადობა 60 000 ტონას აჭარბებს, მარცვლეული სწრაფად და მოხერხებულად იყრება, წონის განსაზღვრა ხდება როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ელექტრონული სასწორებით. მარცვლეულის ხარისხი შემოწმებას გადის თანამდროვე ლაბორატორიაში. საკონტროლო შესყიდვების ხარისხის შემოწმებას ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი კომპანია SGS (საფრანგეთი). ყველა სილოსში (ელევატორში) ერთდროულად შეიძლება სხვადასხვა მარცვლეული კულტურის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და ა.შ) მიღება და შენახვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება მარცვლეულის როგორც პირველადი, ისე მეორადი გაწმენდა (გასუფთავება). მარცვლეული ირეცხება, შრება და ხდება მისი შემდგომი დახარისხება. განიავების ავტომატიზებული სისტემა და ტემპერატურის მუდმივი კონტროლი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. თბილისსა და ფოთში მდებარე მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. რომელსაც შეუძლიათ როგორც უმაღლესი და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის, ასევე, შავი ფქვილის, სიმინდის ღერღილისა და ფქვილის წარმოება (გამოშვება). ამ დანადგარების წარმადობა (სიმძლავრე) შეადგენს 1040 ტ/24 საათში. ფქვილის საუკეთესო თვისებების და ხარისხის უკეთ წარმოჩენისათვის ბევრილი ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა ტიპის ფქვილის კუპაჟირება, რაც გამომცხვარ პროდუქციას საუკეთესო თვისებებს ანიჭებს. ბევრილი ჯგუფს გააჩნია ფქვილის დასაფასოებელი ავტომატიზებული, თანამედროვე, სრულად აღჭურვილი ხაზები, რომელთა მეშევეობითაც ხორციელდება ფქვილის როგორც ტომრებში (50 კგ და 25 კგ), ასევე 1,2 დ 5 კგ-იან პაკეტებში დაფასოება. ბევრილი ჯგუფი აწარმოებს ფქვილის 2 დასახელების ბრენდს: „პურადი“-ს და „ლაზათი“-ს სახელწოდებით.

ბევრილი ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი მიმართულება პურ- პროდუქტების წარმოებაა, რაც ულტრათანამედროვე გერმანული კომპანია MI- WE -ს დანადგარებით ხორციელდება. უნიკალური რეცეპტურების გამოყენებით იწარმოება პურის 5-ზე მეტი სახეობა, ასევე ფუნთუშეულის 10-ზე მეტი დასახელების პროდუქტი „ტიბა“-ს ბრენდის ქვეშ.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):



წარმოებული პროდუქცია

მარცვლეულის იმპორტი და გადამუშავება. უმაღლესი და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის, შავი ფქვილის, სიმინდის ღერღილისა და ფქვილის წარმოება.



საკვანძო სიტყვები

saqarTvelo, Tbilisi. qiziyis q. 24 saqarTvelo, foTi larnakas Cixi (+995 32) 271 72 04 ; (+995 32) 271 72 05 info@bevrili.ge | www.bevrili.ge



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.