ჩვენს შესახებ
ღვინის კომპანია “ბადაგონის” ისტორია 2006 წელს კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში იწყება. მეღვინეობის ქართული ტრადიციების დაცვით და ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და მეცნიერული ცოდნის გამოყენებით კომპანია წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღესდღეობით “ბადაგონს” მთელს აღმოსავლეთ ევროპაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა აქვს.
ბადაგონის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს წყნარ ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი შექმნილია ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან. ბადაგონის ღვინოებში შეხვდებით როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით, ასევე ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში დაყენებული ქვევრის ღვინო - „ალავერდის ტრადიცია.“ ამ ისტორიული მარნის აღდგენა “ბადაგონის” დახმარებით 2006 წელს მოხდა.
ბადაგონის მეღვინეობაში არსებული ღვინის საწარმო სპეციალურად ბადაგონისათის იტალიურმა კომპანიებმა “Enotec” და “Bertolaso”-მ შექმნეს. ამ მართლაც უნიკალურ ჩამოსასხმელ ხაზს 1 საათის განმავლობაში შეუძლია ერთდროულად აწარმოოს 6000 ბოთლი უმაღლესი ხარისხის წყნარი და ცქრიალა ღვინო.
კომპანიაში ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ანტონ პაარის, ჯიბერტინის, პჰ მეტრის, ნეფელომეტრის, სპექტროფოტომეტრის, რეფრაქტომეტრის, იგივე ბაბოს დანადგარებით, მიკროსკოპით, თერმოსტატით, და ბოქს ულტრაიისფერი ნათურით. ჩვენთან კეთდება მიკრობიოლოგიური კვლევა და ღვინის პროტეინული და ტარტარული სტაბილიზაციის ანალიზი. ასევე აღსანიშნავია, რომ გვაქვს ოენოფოსის ლაბორატორიული დანდგარი, რომელიც სულ რაღაც ერთ წუთში აკეთებს უამრავი პარამეტრის ანალიზს: შაქარი, ალკოჰოლი, პჰ. მქროლავი, საერთო მჟავიანობა და სხვა.
დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):
წარმოებული პროდუქცია
ალკოჰოლური სასმელი
საკვანძო სიტყვები
|
|