ბიოქიმფარმი (+995 32) 224 47 78 |
ჩვენს შესახებ ბიოქიმფარმის მოღვაწეობა უკვე ათწლეულებს ითვლის. ჩვენ ვართ ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას იყენებს. დღესდღეობით, ბაქტერიოფაგის პრეპარატები ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანიის პროდუქცია ეფექტურად გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, მათ შორის, რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში. სპეციალურად შემუშავებული ფაგის პრეპარატები შერჩევითად მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებენ. სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებისგან (მათ შორის ანტიბიოტიკებისგან) განსხვავებით, ფაგები არ აზიანებენ ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას. ფაგებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. მაგალითად არ ახასიათებთ მავნე ზემოქმედება ღვიძლზე და თირკმელებზე. არ იწვევენ დისბაქტერიოზს და ანტიბიოტიკების გამოყენების თანმდევ, სხვა არასასურველ პრობლემებს. ბიოქიმფარმი დაფუძნებულია ,,ფაგების საამქროს” საწარმოო ბაზაზე, რომელიც ბაქტერიოფაგებით მთელ საბჭოთა კავშირს და აღმოსავლეთ ევროპას ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამარაგებდა. ჩვენ ფაგების კვლევის და წარმოების ასწლიან გამოცდილებას ვეყრდნობით. ფაგის ტექნოლოგიის მიმართულებით, ბიოქიმფარმი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. მისი დაფარვის არეალი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): წარმოებული პროდუქცია ბაქტერიოფაგის პრეპარატები საკვანძო სიტყვები 3 გოთუას ქ., თბილისი |
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.