ქართული ფარმაცევტული საწარმოს- „ავერსი რაციონალის“ მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
„ავერსი-რაციონალი“ მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწამოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოებს წარმოებას, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.
კომპანია აწარმოებს 200-მდე დასახელების პროდუქტს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების შესაბამისად. რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აზიის, აფრიკის და ევროპის ქვეყნებში. წარმოება მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად. საწარმოო უბნები განთავსებულია 1800მ2-ზე და მოიცავს სუფთა და კონტროლირებად ზონებს. სათავსოს სისუფთავის კლასისადმი წაყენებული მოთხოვნები მკაცრად არის განსაზღვრული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მათი ზედმიწევნით დაცვ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებისას. ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია განთავსებულია 750 მ2-ზე და პასუხობს ყველა სტარდარტს.
ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით ისეთი ცნობილი მწარმოებლებისგან როგორიცაა: Agilent Technlogies, Thermo scientific, Shimadzu და ა.შ. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მიხედვით, ასევე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროფესიოული ტესტირების პროგრამებში ევროპის მასშტაბით (საფრანგეთი, უკრაინა).
დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):
წარმოებული პროდუქცია
400 სხვადასხვა სახის სამკურნალო პრეპარატები
საკვანძო სიტყვები
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.