რუსთავის აზოტი 2 მშვიდობის ქ., რუსთავი (+995 341) 22 90 99 |
ჩვენს შესახებ სს „რუსთავის აზოტი“ მდებარეობს ქალაქ რუსთავში, ქარხანას აქვს შესანიშნავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და პროდუქციის ექსპორტირების შესაძლებლობა.(რუსთავი-გარდაბანი-თბილისი- აზერბაიჯანი-სომხეთის რკინიგზა და შავი ზღვის,ბათუმის და ფოთის პორტები). “რუსთავის აზოტი“ მუშაობს საერთაშორისო რეგულაციების,ნორმების დაცვით.კომპანიის მენეჯმენტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს,როგორც გარემოს,ასევე თანამშრომლების უსაფრთხოებას.კომპანიას გააჩნია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გარემოს დაცვის პროგრამა და წარმოების პირობები ყოველთვის შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.საწარმო არის ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია.სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, სადაც დასაქმებულია 2000-ზე მეტი თანამშრომელი. „რუსთავის აზოტი“ ამონიუმის გვარჯილის ძირითადი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში.მყარი პოზიციები აქვს შიდა და მსოფლიო ბაზარზე.საწარმოს სპეციალიზაცია არისმინერალური სასუქების,ასევე ამიაკის,ნატრიუმის ციანიდის,აზოტმჟავას,ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 2032 წარმოებული პროდუქცია ამიაკი, აზოტმჟავა, ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი, ნატრიუმის ციანიდი, აზოტი, ჟანგბადი. საკვანძო სიტყვები |
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.