შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მაინტერესებს როგორ შეიძლება წყლისგან მივიღო ე.წ ,,მძიმე წყალი\" რომელიც შეიცავს D2O და როგორ შეიძლება შევაგროვო?სანდრო მესტვირიშვილი
პასუხი:.
მძიმე წყალი (D2O) ეწოდება წყალს, სადაც წყლის მოლეკულაში (H2O) წყალბადის ატომები ჩანაცვლებულია წყალბადის იზოტოპით-დეიტერიუმით (12D). დეიტერიუმი შეიცავს ერთ პროტონს და ერთ ნეიტრონს, მაშინ როდესაც პროთიუმი (11H) ნეიტრონს საერთოდ არ შეიცავს. ბუნებრივი წყლის შედგენილობაში 0,02% მძიმე წყალია. მძიმე წყალი არ არის რადიოაქტიური. საერთაშორისო ნომენკლატურით ხმარობენ ტერმინს’’დეიტერიუმის ოქსიდი’’ და არა მძიმე წყალი.
მძიმე წყალს და ჩვეულებრივ წყალს აქვს მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ისინი განსხვავდება მოლეკულური მასით (M (H2O)=18,053, M (D2O)=20,04) და დუღილის და გაყინვის ტემპერატურებით .
მძიმე წყლის მიღება შესაძლებელია ორი გზით:
1. ელექტროლიზი და ფრაქციული გამოხდა.წყლის ელექტროლიზით იღებენ Yჟანგბადს და წყალბადს. ასეთი გზით მიღებული წყალბადი შეიცავს როგორც H2, ისე D2 მოლეკულებს. წყალბადის ასეთ ნარევს ათხევადებენ და გამოხდიან (Tდუღ (H2)= -252,5° C, Tდუღ (D2)=-249,7° C). მიღებული დეიტერიუმის ჟანგბადთან სინთეზით იღებენ მძიმე წყალს.
2. დისტილაცია-ბუნებრივი წყლის გამოხდით (Tდუღ (H2O)=100° C, T დუღ (D2O)=101,4°C).
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ჟუჟუნა პეტრიაშვილი