შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
როგორ გამოისახება ქიმიური რეაქციის ტოლობა "ბორდოს ხსნარის" მისაღებად?ანი
პასუხი:.
თქვენ ალბათ ბორდოს ხსნარის, კი არა სპილენძის სულფატის (შაბიამნის) მიღების ქიმიური რეაქცია გჭირდებათ.
იგი შეიძლება მიივიღოთ სპიმენძის ოქსიდისა და გოგირდმჟავის მოქმედებით:
CuO + H2SO4 → CuSO4 + H2O
მიღებული სპილენძის სულფატი წყალთან ერთად კრისტალდება და მიიღება სპილემძის კრისტალჰიდრატი - შაბიამანი: CuSO4•5H2O
ბორდოს ხსნარის (ფუნგიციდის) მისაღებად მას ხსნიან წყალში და მჟავა არეს ანეიტრალებენ კალციუმის ჰისროქსიდით.
შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge