შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
შესაძლებელია თუ არა მივიღო მარილმჟავა ნატრიუმის ქლორიდისა და რკინის სულფატის ხსნარების ნარევის გათბობით?სანდრო მესტვირიშვილი
პასუხი:.
ქიმიური რეაქცია რომ წარიმართოს წყალხსნარში, რეაქციის ერთ-ერთი პროდუქტი უნდა იყოს ნალექი, გაზი ან მცირედ დისოცირებადი ნივთიერება. ნატრიუმის ქლორიდის (NaCl) და რკინის (II) სულფატის (FeSO4) წყალხსნარში FeSO4 –ის ჰიდროლიზის გამო გვექნება რკინის ჰიდროქსიდი Fe(OH)2 და იონები: Na+, Cl- , H+, (SO4)-2 და OH. ამ იონების არანაირი კომბინაცია არ არის მცირედ დისოცირებადი. HCl ძლიერი ელექტროლიტია და ხსნარში ის იქნება იონების სახით, ე.ი. თქვენს მიერ მოცემული მარილების წყალხსნარიდან HCl ვერ მიიღება.რაც შეეხება ქლორწყალბადის მიღების ლაბორატორიულ ხერხს-ნატრიუმის ქლორიდზე გოგირდმჟავას მოქმედებას, ამ დროს ნატრიუმის ქლორიდი მყარია, ხოლო გოგირდმჟავა კონცენტრირებული. რეაქციის შედეგად მიიღება ქლორწყალბადი გაზის სახით.
NaCl + H2SO4 → NaHSO4 + HCl↑
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ჟუჟუნა პეტრიაშვილი