შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
რას ნივთიერებებს შეიცავს ჩვეულებრივი ხის ნაცარი და შეიძლება თუ არა მოვახდინო ექსტრაქცია მარილების როგორიც არის კალიუმის კარბონატი K2CO3 და კალიუმის ნიტრატი KNO3 ?სანდრო მესტვირიშვილი
პასუხი:.
ხის ნაცარი ძირითადად შეიცავს კალციუმის კარბონატს (24-45%), კალიუმის კარბონატს იგივე პოტაშს (10%-ზე ნაკლები) და ფოსფატებს (1%-ზე ნაკლები). მიკრო რაოდენობით შეიცავს ელემენეტებს Fe, Mn, Zn, Cu და ა.შ.გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ხის ნაცრის შედგენილობა ძლიერ არის დამოკიდებული თვით მცენარეზე, მის ადგილმდებარეობაზე და გამოწვის ტემპერატურაზე.
ხის ნაცარი კალიუმის ნიტრატს არ შეიცავს.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი