შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რა ეწოდება ამ მარილს [Cu(NH3)4](OH)2 რომელიც არის ამ რექციის შედეგი CuO + 4NH4OH.
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

კომპლექსური ნაერთების ნომენკლატურა დამოკიდებულია კომპლექსური ნაერთის ტიპზე.
კომპლექსური ნაერთები შეიძლება იყოს კატიონური, ანიონური ან ნეიტრალური. მოცემული კომპლექსური ნაერთი [Cu(NH3)4](OH)2 კატიონურია. კომპლექსური იონი დამუხტულია დადებითად [Cu(NH3)4].
საერთაშორისო ნომენკლატურის თანახმად კატიონურ კომპლექსებში პირველად ასახელებენ შიგა სფეროს უარყოფითად დამუხტულ იონებს დაბოლოებით "ო", შემდეგ ნეიტრალურ მოლეკულებს. ამის შემდეგ ასახელებენ კომპლექსწარმომქმნელის ატომს და ბოლოს გარე სფეროს ანიონს. ამიაკის მოლეკულებს ეწოდება "ამინო". თუ ნაწილაკთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ მათ სახელწოდებას წინ ემატება დი-,ტრი-, ტეტრა- და ა.შ.
მოცემული კომპლექსური ნაერთის სახელწოდებაა:
[Cu(NH3)4](OH)2 - ტეტრაამინ სპილენძის (II) ჰიდროქსიდი.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ჟუჟუნა პეტრიაშვილი