შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

როგორც ვიცი დიეთილეთერს და ტრიქლორმეთანს(ქლოროფორმს)ანესთეზიისთვის იყენებდნენ,რომელი უფრო ეფექტურია,რომელს უფრო ხანგძლივი ვადა აქვს ანესტეზიის თვალსაზრისით? მადლობა წინასწარ პასუხისთვის
გიორგი დათუაშვილი, მეცნიერი

პასუხი:.

დიეთილის ეთერი და ქლოროფორმი უკვე ამოღებულია საანესთეზიო საშუალებების ნუსხიდან. დადგინდა, რომ არაერთი გართულების გამოწვევა შეეძლოთ. მაგალითად, ქლოროფორმი იწვევს ღვიძლის პათოლიგიას, დიეთილის ეთერის გამოყენებისას არსენობდა დიდი საშიშროება ცხომოვანი ემბოლიის და ა.შ.
გარდა ამისა, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნაერთი არ გამოიყენებოდა ღრმა ნარკოზისათვის. დიეთილის ეთერის გამოყენების "პოპულარობა" განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მას პლანცეტაში გადასვლის უნარი არ გააჩნდა და შესაბამისად ნაყოფზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენდა საკეისრო კვეთების დროს. დედის ორგანიზმიდან ნაყოფის მოხსნის შემდეგ წყვედნენ დიეთილის ეთერის (ინჰალაცური საანესთეზიო საშუალება) მიწოდებას და დედა სხვა ინტრავენული საანესთეზიო საშულაებით გადაჰყავდათ ღრმა ძილში ოპერაციის დასასრულებლად.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი