შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მოგესალმებით!
Al+N2=2AlN, როგორც ვიცი ეს რეაქცია ასე წავა,
ქიმიის მასწავლებელი ამტკიცებს მიიღება არა AlN,არამედ Al2 N3,იქნებ მითხრათ რომელია სწორი და რატომ?
კახა ბრეგვაძე

პასუხი:.

Al ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მოთავსებულია მესამე ა ჯგუფში. მისი ჟანგვის რიცხვია +3. აზოტი მოთავსებულია მეხუთე ა ჯგუფში. მისი უარყოფითი ჟანგვის რიცხვია მხოლოდ -3. ამიტომ ფორმულა Al+3N-3 არის სწორი ფორმულა. თქვენს მიერ მოცემული რეაქცია არ არის დასრულებული. გათანაბრებული რეაქცია ასე გამოისახება: 2Al + N2→2AlN

ალუმინის ნიტრიდის- AlN შესახებ ინფორმაცია შეგიძლია მოიპოვო საიტზე: http://accuratus.com/alumni.html

შეკითხვას პასუხობს: პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი