შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ტემპერატურა შეიძლება იყოს + მილიონი გრადუსი, მინუსებში რატომ არ შეიძლება?
იოსები

პასუხი:.

-10000000 კი არა, აბსოლუტური ნულიც კი 0K (ანუ -273,15 °C) მიუღწეველია. ამას ადასტურებს პლანკის პოსტულატი, რომლის თანახმად ტემპერატურის აბსოლუტური ნული მიუღწევადია. ანუ მატერიალური სხეული შეიძლება ძალიან ახლოს მივიდეს აბსოლუტურ ნულამდე, თუმცა მისი მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან რაც უფრო ახლოს ვართ ნულთან მით უფრო დიდი მუშაობაა საჭირო მის შემდგომ გაცივებაზე. სადღეისოდ, მიღწეულია 0.00001 K


შეკითხვას პასუხობს: ასოც. პროფ. ირინა ზედგინიძე