შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

4KCIO3 =3KCIO4 + KCI რეაქციის ელექტრონული ბალანსის მეთოდით გაწონასწორებისას კოეფიციენტებია 2 და 3. რეაქციაში კი ჭირდება 4. რატომ? გთხოვთ მიპასუხოთ. გმადლობთ.
ნანა ბუბუტეიშვილი, მაგისტრანტი

პასუხი:.

თქვენ ცდებით; უნდა გითხრათ, რომ ელექტრონული ბალანსის მეთოდით გაწონასწორებისას კოეფიციენტებია არა 2 და 3 როგორც თქვენ ფიქრობთ, არამედ - 1 და 3. აქ ადგილი აქვს ბერთოლეს მარილის მოლეკულაში თვითჟანგვა-თვითაღდგენის პროცესს: ქლორის ატომთა ნაწილი დაჟანგულობის ხარისხით +5 გასცემს 2 ელექტრონს (თითოეული) და იჟანგება +7-მდე, ხოლო ნაწილი დაჟანგულობის ხარისხით ასევე +5 იძენს 6 ელექტრონს (თითოეული) და აღდგება -1-მდე; ანუ კოეფიციენტებია 2:6 ე.ი. 1:3.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი