შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მოგესალმებით! მაინტერესებს არსებობს თუ არა,რაიმე ზოგადი წესი, რომლის საშუალებითაც გავარკვევთ ნაერთში ამა თუ იმ ელემენტს დადებითი ჟანგვის რიცხვი აქვს თუ უარყოფითი.კახა ბრეგვაძე
პასუხი:.
ნაერთში ამა თუ იმ ელემენტს დადებითი ჟანგვის რიცხვი აქვს თუ უარყოფითი ვარკვევთ ელემენტის ატომის ელექტროუარყოფითობის ხარისხის გათვალისწინებით - მოლეკულაში ატომებს შორის ბმის დამყარებისას უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტის ატომს, როგორც წესი, აქვს უარყოფითი ჟანგვის რიცხვი. ასე, მაგ., რომ ავიღოთ ფოსფორის ნაერთი აზოტთან - PN აზოტის ჟანგვის რიცხვი +3-ია, აზოტის - -3.შეკითხვას პასუხობს: მარლენ მჭედლიშვილი