შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რამდენად შესაძლებელია სასკოლო ლაბორატორიაში,ამიაკის დაჟანგვით აზოტმჟავას მიღება.
თუ შესაძლებელია იქნებ მითხრათ როგორ,რა რეაქტივები და ხელსაწყოები გამოვიყენო.
კახა ბრეგვაძე

პასუხი:.

შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის საჭიროა აირადი ამიაკის უწყვეტი ნაკადი მაგალითად აირბალონიდან, რომელშიც ამიაკი ჩატვირთულია თხევად მდგომარეობაში, მაღალტემპერატურული რეაქტორი, რომელშიც მოთავსებული იქნება ამიაკის აზოტის ოქსიდამდე დაჟანგვის კატალიზატორი, მაცივარი, აბსორბერი, სხვა წვრილმანი ლაბორატორიული ტექნიკა და რეაქტივები. ამასთან საჭიროა ამ პროცესის განხორციელებისთვის აულილებელი უსაფრთხოების წესების უმკაცრესად დაცვა.

შეკითხვას პასუხობს: პროფ.მარლენ მჭედლიშვილი