შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
ბევრი ვეძიე, მარგამ მჟავებზე ვერ ვიპოვე ვერაფერი. შეიძლება ცუდად ვერკვევი ამ ვებ საიტში, მაგრამ თუ არის შესაძლებელი და სად მოვიძიო ინფორმაცია მჟავების შესახებ.მაინტერესებს მჟავები, რომელიც გაწმინდავს მეტალებს სხვადასხვა ნივთიერებებიდან, მაგალითად სპილენძს და ვერცხლს ჭუჭყისაგან, გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები და ა.შ. იქნება რამენაირად მიმაკვლიოთ ან წიგნი ან რამე თუ არის ონლაინში, რომ წავიკითხო და მივიღო დამატებითი განათლება.
დიდად კმაყოფილი დაგჩებით ...
პატივისცემით დავით კაჭკაჭური
პასუხი:.
ბატონო დავით,ის რომ საიტზე ვერ მოიძიეთ ინფორმაცია ამ კონკრეტულ კითხვაზე არც თქვენი ბრალია და არც საიტის... ასეთი სახის ინფორმაციების განთავსება არ არის საიტის მთავარი მიზანი, თუმცა თქვენ სწორი გადაწტვეტილება მიიღეთ, რომ გამოიყენეთ რუბრიკა "ჰკითზე მეცნიერს"
რაც შეეხება შეკითხვას...
სამწუხაროდ თქვენი შეკითხვიდან არ ჩანს, თუ რა სახის "ჭუჭყის" მოცილებაზე საუბარი. ის თუ არაორგაული წარმოშობისაა (მაგ. ჟანგი) ერთი ტიპის გამწმენდი საშუალებები უნდა გამოიყენეთ, ხოლო თუ ორგანული წარმოშობისაა - სხვა ტიპის. გარდა ამისა, გაწმენდისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კოროზიული მომენტები, რომელმაც შეიძლება იჩინოს თავი "პრომიტიული" მეთოდით გაწმენდის შემდეგ.
საკითხი იმდენად ვრცელია, რომ მის შესახებ სრულყოფილი პასუხის მიღება ამ რუბრიკით ნაკლებ-ეფექტური იქნება. ამიტომ აჯობებს, პირადად მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც პროფესიონალურ კონსულტაციას გაგიწევენ.
პირადად გირჩევდით, მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიის მიმართულების თანამშრომლებს (ხელმძღვანელი პროფ. თამაზ აგლაძე).
მისამართი: თბილისი, კოსტავას 69.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი