შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობა. თუ შეიძლება ამიხსენით რა არის თალმჟავა და როგორ შეიძლება მისი მოძიება ჩვენთან ან საზღვარგარეთ. ანუ ის მაინტერესებს თუ რა სახელით არის ცნობილი ინდუსტრიაში, რომ უპრობლემოდ შევისყიდო. წინასწარ დიდი მადლობა…
ჯაბა დავითაძე

პასუხი:.

თალმჟავა არ არის ინდივიდუალური ნივთიერება. თალმჟავები თალის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავებია. თალის ზეთს კი ხშირად იყენებებ ოლიფის, საპნების და ლაქ-საღებავების დასამზადებლად. ასე, რომ მიაკითხეთ ასეთ საწარმოებს ანდა მოიკითხეთ ქიმრეაქტივების მაღაზიებში, როგორც თალის ზეთი.

შეკითხვას პასუხობს: ასოც. პროფ. ზურაბ გელიაშვილი