შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
სახელმძღვანელოში გვაქვს ასეთი დავალება:მიიღეთ ნატრიუმის ალუმინატი ალუმინისაგან.ჩემი აზრით წარიმართება,შემდეგი რეაქცია 3Na+2Al=Na3Al2,მაგრამ ლაბორატორიულად მიღების ტექნიკა როგორია?კახა ბრეგვაძე
პასუხი:.
ნატრიუმის ალუმინატის ფორმულა სხვადასხვა გვარად გამოისახება: NaAlO2, Na2O • Al2O3 ან Na2Al2O4.იგი მიიღება ალუმინის გახსნით ნატრიუმის ტუტეში
2Al + 2NaOH + 2H2O → 2NaAlO2 + 3H2
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი