შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობა...ფტორი ჩვეულებრივ პირობებში ურთიერთქმედებს წყალთან ატომური ჟანგბადის გამოყოფით. მაინტერესებს როგორ უნდა შევადგინო ამ რეაქციის ტოლობა რომ გავიგო რომელი ელემენტია აღმდგენი და რომელი მჟანგავი... მადლობა წინასწართეო ტაკიძე,
პასუხი:.
ფორის წყალბადთან ურთიერთქმედების რეაქციის ტოლობაა: F2 + H2O→ HF + [O]
იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რომელი ელემენტია მჟანგავი და რომელი-აღმდგენი, საჭიროა აღნიშნულ რეაქციის ტოლობაში თითოეულ ელემენტს დავუწეროთ ჟანგვის ხარისხები და გავასწოროთ იგი ელექტრონული ბალანსის მეშვეობით
F02 + H+12O-2→ H+1F-1 + [O]0
F02 +2e → 2 F-1 აღდგა, მჟანგავია
O-2 -2e →O0 დაიჟანგა, აღმდგენია
ფთორი აღნიშნულ რეაქციაში მჟანგავია და თვითონ აღდგება, ვინაიდან მიიერთა ორი ელექტრონი, ხოლო ჟანგბადი-აღმდგენია და თვითონ დაიჟანგა, ვინაიდან გასცა ორი ელექტრონი.
შეკითხვას პასუხობს: დემეტრე ნარსია, 1-ლი კურსის სტუდენტი