შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

შესალებელია თუ არა წყალბადის ბირთვის გარშემო მოძრავი იმ ერთი ელექტრონის ადგილმდებარეობის დადგენა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია ორბიტაზე
თამუნა ტყეშელაშვილი

პასუხი:.

შესაძლებელია ზუსტად ვთქვათ სად არის მიკრონაწილაკი დროის მოცემულ მომენტში? პასუხი არის არა. მიკრო სამყაროში კლასიკური ფიზიკით აუხსნელი მოვლენები ხდება, იქ ასე ვთქვათ სულ სხვა კანონები მოქმედებს. მიკრონაწილაკს არ გააჩნია ტრაექტორია, ამას ამტკიცებს ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი: შეუძლებელია მიკრონაწილაკის იმპულსის და კოორდინატის ერთდროულად განსაზღვრა, ანუ უხეშად რომ ვთქვად თუ ვიცით სად არის მიკრონაწილაკი, მაშინ არ ვიცით მისი მიმართულება და პირიქით, ე.ი შეუძლებელია ტრაექტორიის განსაზღვრა , თვითონ ტრაექტორიის ცნება აზრს კარგავს მიკროსამყაროში.

უფრო დაწვრილებით იხილეთ ბლოგ პოსტი