შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობა, მე მაინტერესებს, საყოფაცხოვრებო საპნის (72%) შენახვის განსაკუთრებული პირობები თუ არსებობს რა დრო აქვს მის ვარგისიანობას? მადლობაირემაშვილი მაია
პასუხი:.
საყოფაცხოვრებო საპნის შენახვისათვის საჭიროა სტანდარტული პირობები: ოთახის ტემპერატურა, ნორმალური ტენიანობა. ჭარბი ტენიანობისა და თბილი გარემოს პირობებში მოსალოდნელია მიკროფლორისა (მაგალითად, ობის) და მიკროორგანიზმების გამრავლება, რომლითაც მდიდარია მისი ზედაპირი. მაგრამ საინტერესოა, რატომ არის საჭირო მისი დიდი ხნით შენახვა? ხომ არ არის ეს დაკავშირებული მის „უებარ“ თვისებებთან დაკავშირებულ მითს? თუ ეს ასე, მაშინ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საყოფაცხოვრებო საპნის გამოყენება ანტისეპტიკურ თუ სხვა რაიმე სამედიცინო დანიშნულებით, ყოვლად დაუშვებელია!შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge