შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ, მაინტერესებს ორგანულ ნივთიერებებში ნახშირბადატომის ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა როგორ ხდება. გმადლობთ ყურადღებისთვის.
ნინი

პასუხი:.

გამარჯობა, ნინი.

ორგანულ ქიმიაში ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა ცოტა განსხვავებული მეთოდით ხდება, ვიდრე არაორგანულ ქიმიაში, თუმცა ორივე შემთხვევაში მეთოდი დაფუძნებულია ატომების ურთიერთქმედებებზე და მათ შორის ელექტრონების განაწილებაზე.


განვიხილოთ ჯერ სუფრის მარილის მაგალითზე. რადგან ქლორი უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტია ვიდრე ნატრიუმი, იგი ელექტრონს ართმევს მეტალს. ამის შედეგად ქლორი უარყოფითად იმუხტება (ელექტრონების სიჭარბის გამო ), ერთი ელექტრონის მიღებისას მისი მუხტის სიდიდე "-1" გახდება, ნატრიუმი კი - დადებითად დაიმუხტება "+1", რადგან პროტონების რაოდენობა ერთით მეტია, ვიდრე ელექტრონების.


ორგანულ ქიმიაში ზუსტად ასევე უნდა მოვიქცეთ და გავიაზროთ, განაწილების შემდეგ ელექტრონული სიმკვრივე რომელი ატომისაკენ არის გადაწეული (ორგანულ ნაერთებში პოლარულ კოვალენტური ბმები გვაქვს). ორგანულ ნაერთებში ატომის ჟანგვის რიცხვი განსხვავდება ვალენტობისგან და ერთსა და იმავე სახის ატომს ერთ მოლეკულაში შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ჟანგვის ხარისხი. ჟანგვითი ხარისხის გამოსათვლელად დავიხმაროთ სქემები. დავიწყოთ ეთანის მაგალითით.


უპირველეს ყოვლისა დავადგინოთ, ვინ არის უფრო ელექტროურაყოფითი. ნახშირბად ატომი უფრო ელექტროურაყოფითია, ვიდრე წყალბად ატომი. ამიტომ ელექტრონული სიმკვრივე გადახრილი იქნება C-ატომისაკენ. ელექტრონების გადაწევა აღვნიშნოთ ისრებით. ისრის წვერო შეესაბამება ერთ ნაწილობრივ უარყოფით მუხტს, ხოლო ისრის დასაწყისი კი პირიქით - დადებით მუხტს. შესაბამისად, ეთანში ნაწილობითი (პირობითი) მუხტები ასე განაწილდება.

ეთანში ყოველ ნახშირბადატომს აქვს თავისი წყალბადი, რომელიც მას ელექტრონს „ართმევს“ რის შედეგად წყალბადი დადებითად იმუხტება, ხოლო ნახშირბადი უარყოფითად (-3). რჩება კიდევ ერთი ბმა - ნახშირბადების შორის, მაგრამ მათ ხომ ერთი და იგივე ჟანგვის რიცხვი აქვთ? ითვლება, რომ მათ შორის არაპოლარული კოვალენტური ბმა არსებობს.

გავარჩიოთ კიდევ ერთი შედარებით რთული შემთხვევა - აცეტალდეჰიდი.

მე-2 ნახშირბადის ჟანგვის რიცხვი ითვლება ისევე, როგორც ეთანის შემთხვევაში. უფრო საინტერესოა 1-ლი ატომი. მასთან ურთიერთობაშია 3 სხვა ატომი: წყალბადი, რომელიც ნაკლებად ელექტროუარყოფითია, ჟანგბადი - ძლიერ ელექტროუარყოფითი ატომი და ნახშირბადი. როგორც უკვე ვთქვით, ნახშირბადების შორის ბმა არაპოლარულია. წყალბადი აძლევს თავის ელექტრონს ნახშირბადს, მაგრამ ჟანგბადი მას ართმევს. საბოლოო ჯამში გვაქვს პირველ ნახშირბად ატომზე გვექნება +2 + (-1)= +1 პირობითი მუხტი.

შეკითხვას პასუხობს: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ევგენი ბუნინი