შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობათ....ვიცი,რომ არსებობს ასეთი დასახელების ნივთიერება ”ტურმალინი”,მაინტერესებს მის შესახებ ყველაფერი, გთხოვთ დამეხმაროთ...!
გიორგი გაგუა,
სტუდენტი
პასუხი:.
თურმალინი ნივთიერება არ არის. იგი არის ბორ-სილიკატური მინერალის კრისტალი, რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს: Al, Fe, Mg, Na, K, და Li. ტურმალინი მიეკუთვნება ნახევარად ძვირფას ქვებს. მისი დასახელება მომდინარეობს სინგალური ენიდან. სიტყვა „თურამალი" ან „თორამალი" გამოიყენებოდა შრი ლანკაზე მოპოვებული ძვირფასი ქვების დასახელებისას.
შავი ფერის დრავიტი ნაცრისფერ
მატრიცაზე
თურმალინის სახესხვაობები
თურმალინი გავრცელებულია რამდენიმე სახესხვაობის სახით, როგორიცაა დრავიტი, შერლი, ელბაიტი და სხვა. დრავიტი მოიპოვება კარინთიაში (ავსტრიის სამხრეთი რეგიონი) და წარმოადგენს მუქ ყვითელ - მოყავისფრო-შავ მინერალს. შერლი არის მოლურჯო მოყავისფრო-შავი ფერის, ელბაიტი (იტალია, კუნძული ელბა) არის ვარდისფერი, მუქი შავი, ღია ლურჯიდან მოლურჯო-მწვანე, მწვანე და უფერულიც (აქროიტი) კი.
თურმალინის ყველაზე გავრცელებული სახე არის შერლი (95%). საინტერესოა, რომ შერლის სახელი 1400 წლის წინათ იყო პირველად მოხსენიებული. დრავიტი პირველად შესწავლილი იქნა ვენის უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრადის პროფესორ გუსტავ ჩერმარკის (1836–1927) მიერ.
ლითიუმ ტურმალინი იგივე ელბაიტი შესწავლილი იქნა შვედი მეცნიერის იუტოს მიერ. მოგვიანებით არფედსონმა მისგან პირველად გამოყო ელემენტი ლითიუმი.
თურმალინების ჯგუფის ქიმიური შედგენილობა
თურმალინები სილიკატური მინერალების ყველაზე რთული შედგენილობით ხასიათდებიან . მათი შედგენილობა ძალიან დიდ დიაპაზონში მერყეობს.
ზოგადი ფორმულა შეიძლება შემდეგი სახით ჩაიწეროს:
XY3Z6(T6O18)(BO3)3V3W
სადაც:
X = Ca, Na, K, ვაკანტური
Y = Li, Mg, Fe2+, Mn2+, Zn, Al, Cr3+, V3+, Fe3+, Ti4+ , ვაკანტური
Z = Mg, Al, Fe3+, Cr3+, V3+
T = Si, Al, B
B = B, ვაკანტური
V = OH, O
W = OH, F, O
დიდი ზომის ვარდისფერი
ელბაიტის კრისტალი
კვარცზე
ელბაიტის ჯგუფის ცნობილი მინერალები:
ბერგერიტი NaFe3+3Al6Si6O18(BO3)3O3F
ქრომდრავიტი NaMg3Cr6Si6O18(BO3)3(OH)4
დრავიტი NaMg3Al6Si6O18(BO3)3(OH)4
ელბაიტი Na(Li1.5,Al1.5)Al6Si6O18(BO3)3(OH)4
ფერურიტი CaFe2+3(MgAl5)Si6O18(BO3)3(OH)4
ფოიტიტი (Fe2+2Al)Al6Si6O18(BO3)3(OH)4
ლიდიკოატიტი Ca(Li2Al)Al6Si6O18(BO3)3(OH)3F
მაგნიუმფოიტიტი (Mg2Al)Al6Si6O18(BO3)3(OH)4
ოლენიტი NaAl3Al6Si6O18(BO3)3O3OH
პოვონდრაიტი NaFe3+3(Fe3+4Mg2)Si6O18(BO3)3(OH)3O
როზმანიტი (LiAl2)Al6Si6O18(BO3)3(OH)4
შერლი NaFe2+3Al6Si6O18(BO3)3(OH)4
უნიტი CaMg3(MgAl5)Si6O18(BO3)3(OH)3F
ვანადიუმდრავიტი NaMg3V6Si6O18(BO3)3(OH)4
დამატებითი ლიტერატურა:
- Ertl, A., Pertlik, F. & Bernhardt, H.-J. (1997) Investigations on olenite with excess boron from the Koralpe, Styria, Austria, Österreichische Akademie der Wissenschaften, Mathematisch-Naturwissenschaftliche Klasse, Abt. I, Anzeiger, 134, pp 3–10.
- Ertl, A. (2006) About the etymology and the type localities of schorl Mitteilungen der Österreichischen Mineralogischen Gesellschaft, 152, 2006, pp 7–16.
- Ertl, A. (2007) About the type locality and the nomenclature of dravite Mitteilungen der Österreichischen Mineralogischen Gesellschaft, 153, 2007, pp 265–271.
- Ertl, A. (2008) About the nomenclature and the type locality of elbaite: A historical review Mitteilungen der Österreichischen Mineralogischen Gesellschaft, 154, 2008, pp 35–44.
- Schumann, Walter (2006). Gemstones of the World 3rd Edition. Sterling Publishing, New York; pp 126–127.
შეკითხვას პასუხობს პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი