შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რას წარმოადგენს ლაქმუსი?
ტრისტან ოქრიშიაშვილი, ანი შინჯიკაშვილი

პასუხი:.

ხსნარის pH-ის დასადგენად გამოყენებულია ინდიკატორები. ინდიკატორი არის ან ბუნებრივი წარმოშობის, ან სინთეზური გზით მიღებული ფერადი ნივთიერება, რომელიც სუსტ მჟავას ან სუსტ ფუძეს წარმოადგენს. მისი დისოციაციის შედეგად მიღებული იონის ფერი განსხვავდება მოლეკულის ფერისაგან.

განვიხილოთ იდიკატორი ლაკმუსი. ლაკმუსი (HL) სუსტი მჟავაა და წყალხსნარში დისოცირდება:

HL H+ + L-

HL-წითელია, ხოლო L- - ლურჯი.

მჟავა გარემოში წყალბად-იონების დიდი კონცენტრაციის გამო ლაკმუსის დისოციაცია მცირდება და იზრდება მოლეკულიზაცია. ამიტომ ხსნარში ლაკმუსის დაუშლელი მოლეკულებია, რომელთაც წითელი ფერი აქვთ. ტუტე გარემოში ჰიდროქსილის იონები (OH-) წყალბადის კატიონთან შედის რეაქციაში და დისოციაციის პროცესი ძლიერდება. ხსნარში ლაკმუსის ანიონები წარმოიქმნება, რომელთაც ლურჯი ფერი აქვთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ინდიკატორი ლაკმუსი მჟავა არეში წითლდება, ხოლო ტუტე არეში-ლურჯდება.

შეკითხვას პასუხობს: ასისტ. პროფ. თეა მათითაიშვილი