შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მსგავსი რეაქცია მიმდინარეობს, თუ არა ეთილენთან. თუ მიმდინარეობს გთხოვთ დაასრულოთ ძვირფასო კოლეგებო. მადლობას გიხდით გულისხმიერებისათვისCH2=CH2 + KMnO4 + NaOH =
ნინო ჭელიძე
პასუხი:.
ალკენები ცხელ კალიუმის პერმანგანატთან ტუტე არეში იჟანგებიან. წარმოქმნილი პროდუქტები დამოკიდებულია საწყისი ალკენის აღნაგობაზე. კერძოდ, ეთილენის ჟანგვისას ადგილი აქვს ორმაგი ბმის გახლეჩას და ნახშირბადატომი იჟანგება მაქსიმალურად (CO2-მდე). თუ ორმაგ ბმასთან არსებული ნახშირბადატომები სტაბილიზებულია (გამდიდრებულია ელექტრონებით) ელექტროდონორული ჩამნაცვლებლებით, მაშინ რეაქციის პროდუქტები იცვლება. კერძოდ, მონოჩანაცვლებული ალკენები წარმოქმნიან კარბოქსილატებს, ხოლო დიჩანაცვლებული ალკენები კი კეტონებს. ამიტომ ტუტე არეში ჟანგვის რეაქციას ხშირად იყენებენ აღმომჩენი მიზნებისათვის (ე.წ. ბაიერის ტესტი).შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი