შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს ქიმიიდან. ჟანგბადის სტანდარტულ Ar რატომაა 16 მისი ყველაზე მსუბუქი იზოტოპის Ar? წესით საშუალო ხომ უნდა აიგონ?
ბეჟიტაშვილი ლია - სტუდენტი

პასუხი:.

1960 წლამდე იყენებდნენ ჟანგბადის ატომური მასის გამოსათვლელ ორ შკალას. პირველი, რომლის მიხედვითაც ჟანგბადის ატომურ მასად მიიჩნეოდა მისი ნუკლიდის (O16)-ის ტოლი ატომური მასა და რიცხობრივად იგი 16-ის ტოლი იყო. მეორე შკალა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ბუნებრივ ჟანგბადში შემავალი ყველა იზოტოპის (O16, O17, O18) მასების თანაფარდობა, რომლის რიცხობრივი მნიშვნელობაც განსხვავებული იყო. ეს ორი შკალა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამიტომ ქიმიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ გამოეყენებინათ შკალა, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი ჟანგბადის იზოტოპებს ჰქონოდათ 16-ის ტოლი ატომური მასა და თავიანთი მოსაზრება გაამყარეს ფიზიკოსების მონაცემებით, რომლებმაც ადრე მიანიჭეს ჟანგბადის ატომს 16-ის ტოლი ატომური მასა, რადგან იგი ბუნებაში ყველაზე მეტად იყო გავრცელებული მის იზოტოპებს შორის(O16-99.76%, შეიცავს 8 პროყონს და 8 ნეიტრონს).

შეკითხვას პასუხობს: თეა მათითაიშვილი